„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარეგულირებელი კომისია ცენზორის როლს ასრულებს და ის ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ინსტიტუტია. ბოკერიას თქმით, მარეგულირებელი კომისია ხელისუფლებას რთავს ნებას აკეთოს პოლიტიკური რეკლამები ხალხის ფულით, ხოლო ოპოზიციას არ აძლევს უფლებას თავისი სახსრებით გაუშვას რეკლამა კერძო ტელევიზიაში.
„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დღევანდელი ხელისუფლების, ივანიშვილის გუნდის ხელში ჩვეულებრივ ინსტრუმენტად იქცა, მათი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად. ეს ნათელი იყო, როდესაც ამ კომისიამ ჩვენ შეგვიზღუდა საკუთარი სახსრებით გაგვეშვა პოლიტიკური რეკლამა ეთერში და დააჯარიმა „რუსთავი 2“ ამის გამო. ეს ნათელი ასევე გახდა, როცა მათ არ ჩათვალეს პოლიტიკურ რეკლამად, კლიპები რომლებიც გადიოდა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდასაჭერად.
დღეს პოლიტიკური ცენზორის როლში მოგვევლინენ. შინაარსში შევიდნენ, ლეგიტიმურ რეკლამას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულს უწოდეს უკანონო, აბსოლუტურად აბსურდული სამართლებრივი მიზეზებით. „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ჩვენ ასეთი შეფასება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასი საქციელი. მარეგულირებელმა კომისიამ თავად უწოდა ღალატად ამის შეფასებას შედარება, შეფასებითი მსჯელობა. მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენს კანონმდებლობაში სიტყვის თავისუფლების კანონი არსებობს და ძალიან მკაფიო მუხლი, რომ აზრი, შეფასებითი მსჯელობა დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, ცენზურას.
პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ნებისმიერი ტელეარხი ამ საბაბით ამ უკანონო, საბაბით შეზღუდავს თავისუფალ პოლიტიკურ სიტყვას, იქნება დანაშაულის ჩამდენი, კრიმინალს ჩაიდენს, საქართველოს კანონს დაარღვევს და იქნება ღიად, დეკლარირებულად მონაწილე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის, ჩვეულებრივი გუნდის წევრი“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.