„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ნათელაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუქმდება და ქართული ავიაცია მათ გარეშე განაგრძობს მუშაობას.
„თურქმა მეგობრებმა, რომელთა აქციონერი გახლავთ ასევე ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილი, დააწესეს ამ ადგილიდან თვითმფრინავამდე მისვლაში 100 ევრო მგზავრისთვის. კონტრაქტში ჩაგვიდეს ვალდებულება, რომ ამ ადგილიდან 150 კილომეტრში საერთაშორისო აეროპორტი არ გაიხსნება, მაშინ, როცა სტამბოლში ოთხი აეროპორტია. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ დამთავრდება ქართულ ავიაციასა და ხმელეთში თურქული კოლონიალური ბატონობა, კონტრაქტი დაირღვევა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.