[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სტამბულში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძემ 120კგ. წონით კატეგორიაში ფინალში რუსი, გაჯი მაგომედოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტამბულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა და გამოსვლა 2 ოქროს, 4 ბრინჯაოს მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.
ზვიად პატარიძის გარდა მედლის მფლობელები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (50, ბრინჯაო) ირაკლი შავაძე (55, ოქრო), ლევან ქავჟარაძე (60, ბრინჯაო), გელა ბოლქვაძე ( 74, ბრინჯაო), ნიკოლოზ კახელაშვილი ( 96, ბრინჯაო).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.