პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ ლიდერებს მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა. ამ დრომდე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მხოლოდ შვილმკვდარი მამები და აპოლიტიკური ადამიანები იმყოფებოდნენ.
„მთელი 9 თვის განმავლობაში, სულ ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე, პოლიტიკურად მართულია მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვნარჩუნდებით მაქსიმალურად ყველანაირად, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად ეს პირდაპირ პოლიტიკურად გდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილს, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ვთხოვ როგორც შვილმოკლული მამა, ვთხოვ დაგვიდგნენ ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.