ქალაქ ცაგერში, 2018 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

(უმწეოთა სასადილო. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
მიმდინარე მსხვილ პროექტებს შორისაა უმწეოთა სასადილოსა და #2 საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები.

(#2 საბავშვო ბაღი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
როგორც GUARDIAN.GE-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაციის სამუშაოები 140 034 ლარით, ხოლო საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშოები 354 217 ლარითაა დაფინანსებული.

(უმწეოთა სასადილო. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
ცაგერში წელს ასევე ხორციელდება ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები, რომელზეც 975 999 ლარია გათვალისწინებული.

(ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
დასრულებულ პროექტთა შორისაა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელზეც ჯამში, 307 170 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.