მამუკა ბახტაძემ და ფატუ ბენსუდამ ნიუ-იორკში შეხვედრისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს
27-09-2018, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

 

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების პროცესს.

 

 

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ომის დანაშაულები და გორის დაბომბვისას რუსეთის მიერ „ისკანდერის” გამოყენება.

 

 

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს; ასევე, იგეგმება მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა პატიმრების გაცვლის სფეროში", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი