მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობის მიერ ადამიანური კაპიტალის კიდევ უფრო განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, განაცხადა ბიორჟ ბრენდემ ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის მიღწევებს დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.
„აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან, ძლიერ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რაც საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მის მდგრადობას უზრუნველყოფს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს წამყვან პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.განსაკუთრებით გამოიყო Fraser Institute-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მხრივ მე-6 ადგილზეა; ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მე-9 ადგილიც ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და დაბალი გადასახადების თვალსაზრისით.
საუბარი ასევე შეეხო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შორის დიალოგისთვის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.