საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას, ანდრეი კისკას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო იყო.
„მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ამ საკითხის საერთაშორისო და ევროკავშირის დღისწესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისათვის, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის და საქართველოს ინტერესების ადვოკატირებისთვის, რასაც სლოვაკეთი ახდენს საერთაშორისო არენაზე და მათ შორის გაეროს ტრიბუნიდან. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის საქართველოს როლზე და იმ თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მხარეებს შორის საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
მხარეებმა ასევე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას", ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.