ავსტრია გეგმავს, რომ 2018 წლამდე დიპლომატიური მისიები გახსნას ბელორუსში, საქართველოსა და მოლდოვაში. "პოლონეთის რადიოს" ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა. ამავვე დროს, ბალტიის ქვეყნებსა და მალტაზე ავსტრიის საელჩოები დაიხურება.
ავსტრიის საგარეო საქმეტა მინისტრის თქმით, ეს ქვეყანას 36 მილიონი ევროს დაზოგვაში დაეხმარება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მიზეზებით არის გამოწვეული.
"მიმაჩნია, რომ რუსეთის საფრთხე საქართველოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან", - აღნიშნა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.