გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატების სარჩელზე: დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ
27-09-2018, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფის" ადვოკატების განცხადებას, რომ ისინი ლონდონის სასამართლოში წარსადგენად, საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების მიმართ, სარჩელებს ამზადებენ, ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.

 

 

„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები", უთხრა გახარია მედიის წარმომადგენლებს.

 

 

„ომეგა ჯგუფის" ბრიტანელი ადვოკატი აცხადებს, რომ ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი