ლევან იზორია: „წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა“
27-09-2018, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი.

 


ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა: “მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა - გამოვყოფდი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 400 000 ლარი შეადგინა. ამავე წელს პირველად ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM), რაც ასევე, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამან ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განსაზღვრული.“

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება. „ხარჯების ზრდა ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული და ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს იყო.

 


თუ დააკვირდებით გასული 8 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა არის ძალიან განსხვავებული და ეს განსხვავება განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი