კახა კალაძემ „ომეგა ჯგუფის“ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტირებისას იკითხა: „ვინ ფიგურირებს მითხარით ერთი, პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი?!"
27-09-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო შექმნილ მდგომარეობასა და იმ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე აკეთებს კომენტარს, რომელშიც ხელისუფლების სახელით „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს ბიზნესწილების დათმობას აიძულებენ.

 

 

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კითხვას ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ მიმდინარე საკითხებზე.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “ომეგა ჯგუფს” ბიუჯეტში გადასახდელი აქვს 51 მილიონი და კანონი არის ყველასთვის ერთი.

 


„ვინ ფიგურირებს? რომელი პოლიტიკოსი ფიგურირებს? ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი? ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს ან რას წარმოადგენს? სად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩანაწერი? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა ეს. ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება.  კანონი არის ყველასთვის ერთი. თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომაა ან რა ლოგიკაა? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი