„ომეგა ჯგუფის" საქმეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2" მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროვებს. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს" დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.
ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ფიგურირებს.
„ირაკლი ჩუბინიშვილი: ბიძინამ მითხრაო რომ ამასო შენო რომ უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა მარა ქუმსიშვილს რომ ეტყვი ხალხში რომ ჩემი შვილი ხარ. ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პანამოჩიები მისცა რო ამან გარეკა რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი იქ ერთი წესიერი კაცია.
ზაზა ოქუაშვილი: ჭკვიანური რამე თქვა და....
ირაკლი ჩუბინიშვილი: არა, იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ რა და იმან პროსტა შიგნით ნახა რა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ რა და თქვა კაროჩე რო მიხედეთო ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ თქვა უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო რა აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ... ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდეს მაგაში, და იქ უყვირია ის ვინ გითხრა ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა მე რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთეო როცა ინდუსტრიას შეეხე ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო აბა როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა ქუმსიშვილმა კინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან.
ზაზა ოქუაშვილი: ახლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე?
ირაკლი ჩუბინიშვილი: აი, ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევენ რა ორი თვე არ გავიდოდა რო რაღაცა მორიგიი. ესეც მიქონდა ბოლოს აი ესეც მიქონდა თან გვიტევდა", ისმის აუდიოჩანაწერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.