სქემა, რომლის მიხედვითაც ეუფლებოდა მანქანების მესაკუთრეების კუთვნილ თანხებს თაღლითობისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი
29-06-2015, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი - 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. და 1989 წელს დაბადებული მარიამ გ. თბილისში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „საქართველოს შესყიდვები“, ვებ-გვერდ „myauto.ge“-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ, სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები. ისინი თითქოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის ავტომანქანების შესყიდვას აწარმოებდნენ. მარიამ გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელთა თანახმად, ვალდებულებას იღებდა თითქოსდა თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში მათთვის უნდა ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება და ხელშეკრულების ხელისმოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს „საქართველოს შესყიდვების“ სახელზე. დაკავებულები ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ. აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს.


სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 9785 ამერიკული დოლარი, 1660 ლარი და ოთხი ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვახტანგ ბ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი