გრიგოლ ვაშაძემ ამერიკაში ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა: ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული, მაგრამ ესენი უბრძოლველად არ წავლენ, ჩვენ ამ ხალხს არ მივცემთ საშუალებას, გააყალბონ არჩევნები... ქუჩიდან არ გავალთ
27-09-2018, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული და ახლა მთავარი არის 28 ოქტომბერს არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, გააყალბონ არჩევნები, განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას და დაამატა, რომ „ქუჩიდან არ გავლენ“ და გამოიყენებენ კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.

 

 

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული დღეს. ეხლა მთავარი არის, იმ ხალხს, ვისაც ეზიზღება საქართველო, ჩვენ ამ ხალხს 28 ოქტომბერს არ მივცეთ საშუალება, გააყალბონ არჩევნები. აბსოლუტურ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ მივცემთ ამის საშუალებას, ქუჩიდან არ გავალთ, ქუჩიდან არ გავალთ, გამოვიყენებთ ჩვენი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ინსტრუმენტს. არ დაიჯეროთ, რომ ესენი უბრძოლველად წავლენ, არ დაიჯეროთ. არავითარი ეიფორია, არავითარი უკვე ვითომ მიღწეული გამარჯვება, ეს დაივიწყეთ, ქუთაისის დეჟავიუ მაქვს, ბოლო წუთში დაიწყება ყველაფერი - სიბინძურეების გამოყრა, რა ვიცი კიდევ რა...

 


იბერიის კადრებს უყურებთ? ასე დამცირებულად თავი ოდესმე გიგრძვნიათ? აი, გალსტუკიანი კანონიერი ქურდები რომ იყოფენ ბაზარს და 2 ნახევარია თუ სამი თეთრი, „ქართული ოცნების“ შავ სალაროში უნდა წავიდეს“, განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი