ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ერთკვირიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მოხდება.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, აქციაში, რომლის ორგანიზატორიც ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა, სათხის, ეშტიის #1 და #2, განძის შოთა რუსთაველის სახელობის, უჩმანის, გორელოვკისა და ჟდანოვაკანის სკოლები ჩაერთვნენ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60-მდე ისტორიულ-კულტურული ძეგლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.