ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავები და სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია, თუმცა სიმბოლურია, რომ ეს თარიღი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ჯვართამაღლებას ემთხვევა. დიდი დრო გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ეს ტკივილი არ განელებია და მჯერა, მოვა დრო, ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ყველანი ერთად, საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში აფხაზეთში შევხვდებით“, განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხაძემ.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.