იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა ომის მონაწილეებმა და კადეტთა ლიცეუმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა, რომელსაც გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
„დღეს 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი მძიმე პერიოდი. უთანასწორო ბრძოლას შეეწირა ჯარისკაცები, მოხალისეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. თითოეულმა მათგანმა სიცოცხლე შესწირა ქვეყნის ერთიანობასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვალდებული ვართ ამ ადამიანების ხსოვნას პატივი მივაგოთ, მათი ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ და ვუთხრათ ნუგეში“, აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.