სახალხო დამცველი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ, 26 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, კერძოდ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზემოქმედებდნენ ფიზიკურად. და ხელს უშლიდნენ კანონით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს აქტიურობდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი სახალხო დამცველის მანდატი, რომ არც თავად ნინო ლომჯარიას და არც მის რომელიმე წარმომადგენელს უფლება არა აქვს ფიზიკური თუ სხვაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, არ მისცეს მათ რაიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ან აქციის მონაწილეებთან ერთად განახორციელოს რაიმე ქმედებები., ანუ, იყოს ე.წ. „სუპერგმირი".
რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ რეაგირებას, სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება თუ კომენტარი კარვების დადგმის ხელის შეშლის ფაქტის თაობაზე, ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშრებით დაიწყო გამოძიების დაწყების მოთხოვნით წინადადების შემუშავება, ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან აქციას, ასევე, მთელი ღამის ფარგლებში მოვინახულეთ ყველა დაკავებული პირი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ წარმომადგენელს, მანანა მარტაშვილს, რომელმაც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, შეინარჩუნა სიმშვიდე და იმოქმედა მანდატის შესაბამისად.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით", წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.