საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მთავარ პროკურატურას მიმართა.
ადვოკატის თქმით, მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ყიფიანი ქუმსიშვილის გვარს ახსნებს და ამბობს, „ომეგა ჯგუფს" კონკრეტულ გარიგებას მასთან შეთანხმებით სთავაზობდა, რაც ადვოკატის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია არის შემდეგი, რომ მან რამდენიმე დღის წინაც დაანონსა, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილის და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ, თუ დადასტურდა ეს ჩანაწერები, ავთენტურობა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში და ის მზად არის, ხვალვე გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, მისცეს შესაბამისი ჩვენება", აცხადებს ქუმსიშვილის ადვოკატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.