აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა შინჯიკაშვილის ოჯახის წევრებს გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა მიუსამძიმრა
27-09-2018, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს აფხაზეთის ომიდან და სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან, უთანასწორო ომს 17 ახალგაზრდა შეეწირა.

 


სოფელ მარტყოფიდან 27 წლის გოჩა შინჯიკაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც ქვეყნის მთლიანობისთვის თავი გაწირა. გმირის ოჯახის წევრებს დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მიუსამძიმრეს და სამშობლოსათვის მებრძოლი ვაჟკაცის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

გოჩა შინჯიკაშვილი სხვა მებრძოლებთან ერთად 25 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის 22 აპრილს, დევნილთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 22 გმირი-მებრძოლის ნეშტი საკუთარ მიწას დაუბრუნდა.

 


გოჩა შინჯიკაშვილი აფხაზეთის ომში, 1993 წლის 17 სექტემბერს წავიდა და გმირულად დაეცა. მას ერთი ვაჟი დარჩა.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი