საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ყოველწლიურ მაღალი დონის საზეიმო მიღებას დაესწრო
27-09-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ამერიკული ფონდის „Appeal of Conscience Foundation” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას „2018 Annual Awards Dinner" საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო, რომელიც ყოველ წელს უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.

 


წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად გაიმართა.

 


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მიმართა. საზეიმო მიღებას სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ფონდი „Appeal of Conscience Foundation” 1965 წელს დაარსდა. ორგანიზაცია წარმოადგენს ბიზნესის სფეროსა და სხვადასხვა ლიდერთა კოალიციას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვას ემსახურება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი