ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ საუბრობს: მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწეი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“
27-09-2018, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ჩანაწერებიც გავრცელდა.

 

 

„ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობს ვიღაცა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. მასე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის მარტივი რაღაც. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არც ერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ჩანაწერის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. აქ არაფერი აჟიოტაჟის ასატეხი არ არის, გასაგებია, რომ არის საარჩევნო სიტუაცია. ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ, ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი ვრცელდება მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ეს, ბუნებრივია, ვერ გახდება ვერანაირად აჟიოტაჟის საფუძველი. რა თქმა უნდა, ხელოვნური მცდელობები იქნება ამ არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაც გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება, ჩვენთვის, ბუნებრივია, აჟიოტაჟის საფუძველი”, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, ქრთამი გადაიხადა, შესაბამისი სანქცია შეეფარდოს.

 

 

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ერთად საუბრობენ დანაშაულზე, მათ შორის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

 

 

თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგალითად, ქრთამს იხდიდნენ, ქრთამს იღებდნენ, ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული და საჭიროა შესაბამისი სანქციის შეფარდება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი