„თუ ჩვენ დღეს ვარსებობთ როგორც ერი, ეს დიდწილად სწორედ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც შექმენს ისტორიები და სწორედ ეს ისტორიები ქმნიან ერის მეხსიერების იმ
გენეტიკურ კოდს, რომელიც იყო გადარჩენის საფუძველი ისტორიულად და მომავალშიც იქნება ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ძარღვი“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ ღონიძიებაზე გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან იზორიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის ომის ვეტერანებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ იმნაძე და გენერალი გიორგი ყარყარაშვილი. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.