ვანის მუნციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1993 წლის 27 სექტემბერი - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, ოფიციალური მონაცემებით 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.