რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოანისმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ძალისხმევას მომავალშიც განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის როლი, ასევე მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუციისთვის.
საუბარი შეეხო ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა, ასევე ყურადღება გაამახვილეს ამ მიმართულებით არსებულ კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე.
აღინიშნა სატრანსპორტო, მათ შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა, რამდენადაც საქართველო არის კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და ხაზი გაესვა ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.