მიხეილ სააკაშვილი: „სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, მას ეს არჩევნები აქვს წაგებული“
27-09-2018, 21:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში უკვე დამარცხებულია და გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ტურში, რომ გაიმარჯვოს საჭიროა ბაქრაძეს არ მისცენ ხმა, რადგან ბაქრაძისთვის მიცემული ხმა არის დაკარგული ხმა.

 

 

„სულ რომ ნაკერებზე გაიხეს ივანიშვილი, მას ეს არჩევნები აქვს წაგებული. მისი ფალავანი უკვე დამარცხებულია. უნდა ვთქვა, რა არის სალომე ზურაბიშვილის 15% - ეს არის ჩინოვნიკების ნაწილი, რომელთაც სხვანაირად თქმა ეშინიათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხმას არ მისცემენ და ეს არის იმ ხალხის მეორე ნაწილი, ვისაც უბრალოდ არ უყვარს თავისი სამშობლო - საქართველო. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რეალურად ვაშაძე იგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ ყველა ხმა წავა ვაშაძესთან, ის მოიგებს პირველივე ტურში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ბაქრაძისთვის მიცემული ხმა, არის დაკარგული ხმები. ბაქრაძის ხმების ნაწილი არის ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ ბაქრაძე წარმოგვადგენს მე და „ნაციონალურ მოძრაობას.“ მინდა ვუთხრა ყველას, ბაქრაძე არ წარმომადგენს მე და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას". მე წარმომადგენს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და ის წარმოდაგენს გაერთიანებულ ოპოზიციას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი