ბათუმში ავარიის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ბავშვები ტაქსით გადაადგილდებოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ტაქსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
„შემთხვევის ადგილზე ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. მანქანაში კიდევ სამი ბავშვი იმყოფებოდა – ერთი ოთხი წლის, ორი კი 5-5 წლის. ისინი ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღენიშნებათ მხოლოდ დაჟეჟილობები. ბუნებრივია, ბავშვებს უფროსებიც ახლდნენ, მაგრამ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით”, განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. ტაქსის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.