პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს ტელეკომპანია „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებზე მეტად ნამდვილად ელოდება.
მისი თქმით, ჯერ რაც ვიცით და ყველამ ერთად მოვისმინეთ, რამდენიმე ადამიანის სატელეფონო საუბარია და კარგად არის გასარკვევი, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა სცენარები იყოს.
„ყველაზე მეტად შედეგების დადება ჩვენ გვეჩქარება, რადგან ჩვენ გარდა ჩირქი არავის ეცხება. გვაქვს განცდა, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი ცოტა უსამართლო იყოს, შესაძლოა, სკანდალურიც. ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, სანამ კომპეტენტური ორგანოები არ იტყვიან.
გამოძიების ნაცვლად ამას ვერავინ დაადგენს. ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ლაფს ისვრიან და მერე რაღაცები სხვანაირად ირკვევა ხოლმე. ეს ბევრჯერ გაგვივლია და ბევრჯერ გამოგვიცდია. სამწუხაროდ, მერე რომ გაირკვევა, ჩაიკარგება ხოლმე და საზოგადოებას ძალიან მძიმე განცდები რჩება“, განაცხადა ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.