მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია“
27-09-2018, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 


ბახტაძემ თქვა, რომ გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები და ამ დანაშაულებების ჩამდენ პირებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

 

 

"სულ უფრო მწვავე სახეს ღებულობს მოსახლეობის დეპოპულაცია, მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლოების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავების და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენ მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლოხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სატიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი“, განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს სამშვიდობო ინიციატივებს“ და გაიყვანოს მისი ჯარები ქართული მიწიდან.

 

 

„დღეს 27 სექტემბერია, უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. 10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღესაც დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები“, აღნიშნა ბახტაძემ და დაამატა:

 

 

„რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ხოლო ჩვენ, ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად საპასუხისმგებლო ვალდებულება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას. შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი