ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას
მან თქვა, რომ პოლიტიკური კონფლიქტის დარეგულირება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია და გამოხატა იმედი, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი „აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის“.
„დღეს 27 სექტემბერია, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი საქართველოს ისტორიაში. 27 სექტემბერს აგრესიულმა ძალამ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ, 10 წლის წინ, ეს უკვე გადაიზარდა სრულმასშტაბიან ოკუპაციაში. ჩემი დღევანდელი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. როდესაც არსებობს პოლიტიკური კონფლიქტი, მისი დარეგულირება შესაძლებელია, თუ ამასთან ერთად არსებობს პოლიტიკური ნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვდგავართ მშვიდობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გადაქცევას რეგიონის ცენტრად, აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო საერთო სამშობლოა“, განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.