მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო დეპარტამენტის და საექსპერტო საზოგადოების მხრიდან საქართველოს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა რეფორმების გატარების მიმართულებით და იმ მისწრაფებებში, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გავხადოთ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და მყარი. ეს ეხება ძირითადად ორ განზომილებას - ეს გახლავთ თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და მეორე - ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც დავიწყეთ დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვისმინეთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი სიტყვები ამ იდეასთან დაკავშირებით“, აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.