რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ უგრეხელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან,გიორგი გუგავასთან ერთად, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო.
„25 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა როგორც ქართველ, ასევე აფხაზ ხალხს. დღეს არის გლოვის, ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის და ამავდროულად იმედის დღე, რომ საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი ახლო მომავალში კვლავ განამტკიცებს ქვეყნის მთლიანობას. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.