საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებს და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
გაფართოებული შეხვედრა თბილისში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის აქტუალური თემები, მიმდინარე რეფორმები, სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.