მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან
28-09-2018, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ მაშინ ამ აგრესიას არ მიეცა ადეკვატური რეაგირება და შესაბამისად, ეს ეროზია გაგრძელდა.

 


"მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ფასი და ის,რომ საჭიროა ახალი ინიციატივები, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ უსაფრთხოება ყველგან იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, სადაც საქართველოა და სადაც ჩვენ ვმდებარეობთ. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა თუ არ ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი