საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, „ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარი მონაპოვარი მედიაპლურალიზმია და მისივე თქმით, ის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ოპონენტები „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმეს ერთმანეთს უკავშირებენ, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კომპანიამ, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწევა, უნდა გადაიხადოს გადასახადი იმის მიუხედავად, პარალელურად ფლობს თუ არა მედიააქტივს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი პრინციპი ირღვევა, კანონის წინაშე მოუწევს დანაშაულის ჩამდენს პასუხისგება.
„საქართველოში არის კანონის უზენაესობა. ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ეს არის ჩემი მიდგომა და „ქართული ოცნება" ამას ყოველთვის უზრუნველყოფს. ჩვენი ისტორია, რომელიც უკავშირდება 2012 წლის შემდგომ განვითარებული დემოკრატიის ტრანსფორმაციას საქარველოში, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია. ხელშეუხებელი საქართველოში არავინ არ არის. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე აგებს მთელი სიმკაცრით პასუხს.
მეორე საკითხი რაც არის, რომელიც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მასმედიასთან და ტელევიზიასთან. ეს არის ქარხანა, ეს არის კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს, მას აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის, სააქციზო გადასახადები და გადასახადი საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მფლობელი რაღაცა მედიააქტივის. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ სწორედ მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ასეთი სახით მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია", უთხრა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.