რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“
28-09-2018, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“.

 

 

„საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა.

 

 

ჩვენ მეტის თქმის საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად ობიექტური და საზოგადოება პასუხს მიიღებს ამ ძალიან უცნაურ ტექსტებზე, რომელიც ისმის თითქმის ყოველდღე ტელევიზიით და ეს ნამდვილად არ არის ის მოლოდინი, რაც „ქართული ოცნების" მიმართ ჰქონდა საზოგადოებას, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ის პირი, რომელიც იქ მონაწილეობს, პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის „ქართულ ოცნებასთან".

 

 

ავთენტურობას დაველოდოთ. ამ ქვეყანაში არაავთენტური ჩანაწერების დიდი პრაქტიკა და გამოცდილებაც არსებობს, სამწუხაროდ. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთი ტიპის ზეწოლებს განახორციელებენ. 

 

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც იქნება სასარგებლოდ ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები", განაცხადა რომან კაკულიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი