გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს.
განაცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
ბეჭაშვილის თქმით, „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებს, თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს ჰასმიკ მარანგოზიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დღევანდელი საგანგებო ბრიფინზგი გვინდა მივუძღვნათ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მორიგ უკანონობას, მაგრამ ამ უკანონობასაც თავისი საზღვარი აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ აგრესიაზე, პირდაპირ ძალადობაზე გადადიან ჩვენი წევრების მიიმართ. დღეს გვინდა ვისაუბროთ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაზე....
ხელისუფლება რატომღაც ამ რეგიონს განიხილავს, რატომღაც თავის საარჩევნო ყულაბად, სადაც შეუძლია გაყალბების, ძალადობის, სპეცსამსახურების მეშვეობით თავისი საარჩევნო ყულაბა გაავსოს. ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების და მიზანდასახულობის ობიექტი იქნება ახალქალაქის და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და სწორედ ამიტომ, გავაგზავნეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო გამოცდილება და რომლებიც წინ აღუდგებიან იმ დაგეგმილ გაყალბების ფაქტებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს ჯავახეთის რეგიონში. ", განაცხადა ბეჟაშვილმა, რომლის თქმითაც, „ძალა ერთობაშია"-ს წევრები მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური ინსპექციიდან და ცესკო-დან სასწრაფო რეაგირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.