საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაეროში სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა აფასებს.
ქაცარავას აზრით, მთავრობის მეთაურმა „ძალიან სწორი აქცენტები" გააკეთა.
„პრემიერ მინისტრმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თავისი გამოსვლის დროს გაეროში, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, ელაპარაკო მსოფლიოს. პირველ რიგში, აქცენტები გააკეთა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც სტაბილურ, დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა და სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტები. ამავე დროს, საქართველო არის მცირე ქვეყანა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი როლი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, სწორედ ამ საკითხებს შეეხო მამუკა ბახტაძე თავის გამოსვლებში", აცხადებს სოფიო ქაცარავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.