ნინო გოგუაძე: „კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე“
28-09-2018, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის“, განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გაეროში გამოსვლის შეფასებისას.

 


„საქართველოს პრემიერმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას - ერთის მხრივ, საქართველო, რომელის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც ყოველდღიურად განიცდის რუსეთის აგრესიის უმძიმეს შედეგებს, და მეორეს მხრივ, საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური როლი და რეალური შესაძლებლობა იყოს მთავარი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებისთვის და ასევე, ეკონომიკური პროცესების განვითარებისთვის.

 


კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და აღიარებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და გაერო ვერ არის ეფექტური დროულად და ადეკვატურად უპასუხოს ამ საფრთხეებს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერების ეს განცხადებები კონკრეტულ მოქმედებებში გადაიზრდება და არსებული საერთაშორისო წესრიგის დამცველი და გარანტი ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ“, მიიჩნევს გოგუაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი