გიორგი ვოლსკი: ის კომპანია, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რომლის ხელმძღვანელი მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარს აცხადებს ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა
28-09-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფის" საქმეზე დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

 

 

როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, კაკულიამ განცხადებისას ხაზი გაუსვა, რომ სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების" მხარესაა, მალე დადგინდება.

 

 

„გაუსვა ხაზი იმაში, რომ დარწმუნებულია, რომ სიმართლე იქნება იმ მხარეს, რომელსაც ასე ინტენსიურად უტევენ, მაგრამ უტევენ ის ადამიანები, ის კომპანია, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რომლის ხელმძღვანელი მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ დავაწყებინეთ ახლიდან საერთოდ საქმიანობა და ბიზნესი, როგორც მას, ასევე უამრავ სხვას და ეს ორგანიზაცია დღეს უარს აცხადებს, ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა და უკვე შანტაჟზე გადავიდა იმ ჩანაწერებით, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რომელი კუთხიდან შეიძლება ეხებოდეს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ გვარებს ახსენებს ვიღაც აბდაუბდას", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

 

 

რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი