გუშინ, დიდად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, გაეროს ტრიბუნიდან ქართულ ენაზე გამოსვლის მოსმენა.. და სხვა არაფერი! რატომ? იმიტომ, რომ პრემიერ ბახტაძის რიტორიკა, მისი წინამორბედების (მათ შორის, პრეზიდენტების) პოლიტიკური რიტორიკის ერთი-ერთში გამეორება გახლდათ! და რა, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის? ის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება საქართველოს დანაწევრებას, ეს მსოფლიოში ყველამ იცის და ამის განცხადება, მთლიანად ემოციურ კატეგორიას განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკურს!
გაეროს ტრიბუნიდან, რა ენაზეც არ უნდა მიმართო და მოუწოდო რუსეთს მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანა, განა ეს სერიოზული პოლიტიკური სტრატეგიაა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია?! რასაკვირველია, არა! ეს სუფთა წყლის პოლიტიკური იაფფასიანი დემაგოგიაა, რაც 2008 წლის სექტემბრიდან ისმის ქართული პოლიტიკური „ისთებლიშმენტისგან“, რაც „წარმატებით“ გაიმეორა ბახტაძემ, ოღონდ მშობლიურ ენაზე!!!
P,S. სამწუხაროდ, საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების პრობლემა, როგორი უიმედოც იყო ბახტაძის გაეროში გამოსვლამდე, ისეთივე დარჩება მისი გამოსვლის შემდეგაც!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.