„ევროპულ საქართველოში" „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დეპუტატ რომან კაკულიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.
პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, რომან კაკულიას შეუძლია დაელოდოს გამოძიების ოფიციალურ შედეგებს, თუმცა, მისივე შეფასებით, „სულ ცოტა საღი აზრია" საჭირო იმის მისახვედრად, რომ ხელისუფლება რეკეტს ახორციელებს.
„არ ველოდები, რომ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაასრულებს და რამე შედეგს დადებს. მე მივესალმები ბატონი კაკულიას განცხადებას, რომ - თუ მან პროკურატურისგან გაიგო, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები და ეს ჩანაწერები არ არის მონტაჟი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, იყოს თუ არა ამ სახელმწიფო რეკეტის მონაწილე. კი ბატონო, კაკულიას შეუძლია, დაელოდოს ოფიციალური გამოძიების შედეგებს, მაგრამ ძალიან მცირე საღი აზრია საჭირო იმისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს რეკეტს", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.