გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ აღსანიშნავად, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე მუზეუმის თანამშრომლები - ნათია ნიჟარაძე, ნანა წოწოლაშვილი, ნინო ნოზაძე, მზევინარ რატიანი, მანანა ბულუღაშვილი, ნათია ნავერიანი და გოჩა ომაიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე მცირე მოხსენებებით წარსდგნენ.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, მუზეუმის ფოიეში მოწყობილი გამოფენა დათვალიერებინათ.
კონფერენციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯანხოთელი დაესწრო.
ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის“ ორგანიზებით ტარდება.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.