მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც იბრძვის ქართველი ერი, აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი თქმით, პრემიერ მინისტრის გამოსვლა გაეროში ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან მან მსოფლიოს სახელმწიფო ენაზე მიმართა.
„პრემიერ მინისტრს ჰქონდა მნიშვნლოვანი გამოსვლა. ემოციურადაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურისთვის დატვირთული გამოსვლა იყო, რადგან მან მსოფლიოს მიმართა სახელმწიფო ენაზე. მან რუსეთს მოუწოდა, დატოვოს საქართველოს ტერიტორიები და ჯარი გაიყვანოს ქვეყნიდან.
მამუკა ბახტაძემ მსოფლიოს ამ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა ის, რისთვისაც დგას და რისთვისაც იბრძვის ჩვენი ერი, ეს არის მშვიდობიანი გზით ქვეყნის განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რადგან მსოფლიოსა და ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა მეთოდი და პოლიტიკა უბრალოდ წარმატებული ვერ იქნება.
რთულია, ოკუპირებულ ქვეყანაში მშვიდობიანად ააშენო ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ ამას შეძლებისდაგვარად ქართველი ერის ძალისხმევით მაინც ვაკეთებთ“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.
მთავრობის მეთაურმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.