საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმატებულ მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვედრა არის საქართველოს დემოკრატიის აღიარება.
„საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმატებულ მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის რომ ვართ, ეს არის რეალურად აღიარება იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე არის ე.წ გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით. ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების აღიარება იმისა, რომ ადამიანის უფლებები და პირველ რიგში პენიტენციური სისტემა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არის ჩვენ ქვეყანაში”, განაცხადა სოფო კილაძემ.
პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა.
აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.