იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლებში შექმნილ ქაოსთან და ხალხმრავლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იუსტიციის სახლები, დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული, ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სახლები დღეს ყველა მსურველს მოემსახურება.
„იყო დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იმიტომ, რომ მოქალაქეებს უნდათ, რომ კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა, პირველ ოქტომბრამდე, დღეს პარასკევი დღეა, რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მათ შვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ, მაგრამ მინდა სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს 04:00 საათამდე 6 ათას 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8500 ადამიანს ვემსახურებით, რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ პირველ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.
ორივე მათგანის რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება. თბილისში იუსტიციის სახლი მოქალაქეებს დღეს 22:00 საათამდე მოემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.