ბექა დავითულიანი: ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება
28-09-2018, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება“, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.

 

 

მისი თქმით, ტაქსების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობის საფუძველი ვერ იქნება.

 

 

„იცით, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის მერეც ჩვეულებრივად გრძელდება შესაბამისად, იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობა არ და ვერ დაუკავშირდება ტაქსებს. იქ სხვა სერვისებიც გაიცემა, მით უმეტეს იუსტიციის სახლებში რიგები მხოლოდ თბილისში არ არის, ტაქსების რეგისტრაციის სერვისი კი მხოლოდ თბილისს ეხება. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ და ამ სერვისს ყველა გამგეობაში ისევ თავისუფლად მიიღებენ. რეგისტრაცია ასევე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ ვერ იმოძრავებენ ქუჩაში“, აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი