სალომე ზურაბიშვილი: „შავი ძალის“ ორივე სახეს ვიწვევ დებატებში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე
28-09-2018, 20:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მივიღებ ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.

 

 

„არა ევროპული კამპანია, არაღირსეული კამპანია, არა ცივილური კამპანია, სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიის და სამწუხაროდ ეს ლახავს, ასევე სახელმწიფოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის, არა ის ბრალდებები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის არც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს. ამ პირობებში ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან და ამ ყველაფერზე არ ჩერდებიან, მაგრამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე, იქიდან რომ მე საზოგადოებას პატივს ვცემ, ამომრჩევლებს პატივს ვცემ და საარჩევნო ვითარებას ვცემ პატივს. ჩავთვალე მე გადავლახო ის ყველაზე ძლიერი განცდა, რაც დღეს გამაჩნია და რაც მე მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და გადავწყვიტე, რომ ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებზე და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, ჩემი პოზიციები და ყველაფერს ნათელი მოვფინოთ, იმაზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი