არჩილ თალაკვაძე: არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელსუფლებო გუნდმა
28-09-2018, 21:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელისუფლებო გუნდმა“ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუ „პირველებში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ დაუჭირა მხარი 2008 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ „ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის დაწყებამ 2008 წლის 7 აგვისტოს გამოიწვია ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ კი ღია და სრულმასშტაბიანი ომი“.

 

 

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ხელს აწერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი სახელისუფლებო გუნდი და დავით ბაქრაძე უდავოდ საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს განაცხადა, რომ არ ახსოვს. მე არ მგონია, მას არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელსუფლებო გუნდმა, ამიტომ ამ ყველაფერს სჯობს, რომ მათ გასცენ პირდაპირ ეთერში პასუხები", განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

ყოფილი სახელისუფლებიდან 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გოკა გაბაშვილი, აკაკი მინაშვილი, ლაშა ჟვანია, გიორგი კანდელაკი, დავით დარჩიაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი